თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეცვლილი გრაფიკით განხორციელდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეცვლილი გრაფიკით განხორციელდება

572
გაზიარება

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება, რის გამოც ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დღის გარკვეულ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე საათით დაიკეტება. კერძოდ, პირველი მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 09:30-დან 15:00 საათამდე, ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00-20:00 საათებში. როგორც “სითი კვირას” „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, სარეაბილიტაციო გეგმაში ცვლილებები არ შესულა და კომპანია საქმიანობას დილიდან შეუდგა. დღეიდან ავიაკომპანიები მათთან წინასწარ შეთანხმებული და გაწერილი გრაფიკით იხელმძღვანელებენ. ,,ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაცია. რაც შეეხება უშუალოდ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, სარემონტო სამუშაოები დაიწყო და გეგმის მიხედვით გაგრძელდება”, – აცხადებენ ,,ტავ ჯორჯიაში.”

კომენტარი