ქუჩების კვეთაზე მოძრაობის დარეგულირების სამოქმედო გეგმას შეადგენენ

ქუჩების კვეთაზე მოძრაობის დარეგულირების სამოქმედო გეგმას შეადგენენ

498
გაზიარება

თბილისის ქუჩების კვეთაზე მოძრაობის წესების დარეგულირების მიზნით, უახლოეს მომავალში შედგება სამოქმედო გეგმა, რომელიც ასეთ გზებზე ავტომობილების ნაკადების ინტენსივობას შეაცირებს.
ამ საკითხზე დედაქალაქის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად, კლდიაშვილის და დოლიძის ქუჩების კვეთაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრას მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა სპეციალისტებთან ერთად დეტალურად განიხილეს, კლდიაშვილის და დოლიძის მიმდებარე ქუჩების მდგომარეობა და პრობლემის მოსაგვარებლად გადაწყვეტილება მიიღეს, რომელმაც საგრძნობლად უნდა გააუმჯობესოს თბილისის ამ რაიონში სატრანსპორტო გზებზე მდგომარეობა, შეამციროს საცობების საშიშროება და საგზაო შემთხვევათა ალბათობა.

კომენტარი