დამატებითი შუქნიშნებით საცობების პრობლემა ვერ მოგვარდება – ეკა ლალიაშვილი

დამატებითი შუქნიშნებით საცობების პრობლემა ვერ მოგვარდება – ეკა ლალიაშვილი

580
გაზიარება

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი არარეალისტურად მიიჩნევს, თბილისში საავტომობილო საცობების განტვირთვისთვის დამატებითი შუქნიშნების დამონტაჟებას, რასაც დედაქალაქის მერიას გერმანელი სპეციალისტები სთავაზობდნენ. კერძოდ, საუბარი იყო დამატებითი შუქნიშნების სააკაძისა და 26 მაისის მოედანზე დამონტაჟებაზე.

როგორც „სითი კვირას“ ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, დღეისთვის დედაქალაქის ქუჩების უმთავრესი  პრობლემა ის არის , რომ მუდმივად მატულობს ავტომობილების რაოდენობა და  ნებაყოფლობით მერია მათ ვერ შეამცირებს,  თუ მძღოლებს კარგი ალტერნატივა არ შესთავაზეს.
კარგ ალტერნატივად კი ლალიაშვილი მიიჩნევს მუნიციპალური ტრანსპორტის პოპულარიზაციას.

„პირველმა ქალაქის მერმა უჩვენოს მოქალაქეებს, როგორ მგზავრობს  ავტობუსითა და მეტროთი,  გაუკეთოს მუნიციპალურ ტრანსპორტს პოპულარიზაცია. ავტობუსით მგზავრობა იყოს კაი ტიპობა, ეს უნდა დავამკვიდროთ,“- აცხადებს “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, თბილისში ავტომობილების რაოდენობის ზრდა არსებული ტემპებით თუ გაგრძელდა, ქალაქში გადაადგილება მალე შეუძლებელი გახდება. „მივდივართ იმისკენ, რომ ბიუჯეტი არ არის. ეს ვერ მოგვარდება, თუ არ გადავწყვიტეთ დაფინანსების საკითხი, იმდენად სწრაფად გვიტევს ავტომობილები, რომ ერთი და ორი წელი უკვე ბევრია,“- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

კომენტარი