ფანჯარა-სავარძელი ბნელი ბინებისთვის

ფანჯარა-სავარძელი ბნელი ბინებისთვის

1582
გაზიარება

ცნობილია, რომ ნიუ-იორკში ცხოვრება ძვირია და ყველა ვერ აძლევს თავს ფუფუნების უფლებას, რომ ფართო და მზიანი ბინა იქირაონ. დამწყები მხატვრები, დიზაინერები და მსახიობები უპირატესობას ანიჭებენ მცირეგაბარიტიან აპარტამენტებს. ბრუკლინელმა დიზაინერმა ალდან ფერე გარსიამ, თავის საცხოვრებელ ფართში სივრცის გაზრდის მიზნით გადაწყვიტა რადიკალურად ემოქმედა და გამოიგონა ფანჯარა, მეტად ლამაზი სახელწოდებით MoreSky.
ამ ფანჯარას არაფერი აქვს საერთო მავრიტანული სტილის ორნამენტთან. ეს გამოგონება, საშუალებას აძლევს ადამიანს შეხედოს ცას ისე, რომ გარეთ არ გავიდეს. ფანჯრის ჩარჩო გარეთ იშლება და ერთგვარ მინებიან სავარძელს ემსგავსება. ასეთ სავარძელში ჯდომისას შეგიძლიათ მზის სინათლეზე წაიკითხოთ წიგნი, ან იმუშაოთ, რადგან ამ მომენტში ფაქტობრივად თქვენ თითქოს შენობის გარეთ ხართ გადაკიდებული.
«MoreSky – ეს არის სახლის მყუდრო კუთხე, რომელიც მცირეგაბარიტიან ბინაში უზრუნველყოფს სუფთა ჰაერისა და მზის სხივების შემოსვლას,“- ამბობს დიზაინერი.
გამოგონების ავტორი ირწმუნება, რომ მისი ფანჯარა აივანზე ბევრად უკეთესია, რადგან სრული შემინულობის წყალობით შეგიძლიათ იგი ნებისმიერ ამინდში გამოიყენოთ. მაგრამ უცნობია, როგორ უნდა მოგვადრეს ტემპერატურის რეგულირების პრობლემა, რადგან ზამთარში ამ ფანჯარაში ეციება, ზაფხულში კი ეცხელება.
თარგმნა შორენა პაპაშვილმა

12773269_10206105471219075_1819004193_o 12776726_10206105471259076_304105998_o

კომენტარი