გულიას სახელობის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გულიას სახელობის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

536
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ უბანში, ორთაჭალაში არსებული გულიას სახელობის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება ხიდში გამავალი საკომუნიკაციო ქსელი – წყლისა და საკანალიზაციო მილები.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, შეიცვლება ჰიდროიზოლაცია, აღდგება სანიაღვრე ქსელი და სადეფორმაციო ნაკერები. ძირითადი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაიგება ასფალტის ახალი საფარი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარებზე.

კომენტარი