თბილისს დღემდე არ ჰქონდა აბრების საერთო დიზაინი – ლია ჯახველაძე

თბილისს დღემდე არ ჰქონდა აბრების საერთო დიზაინი – ლია ჯახველაძე

602
გაზიარება

 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯანხველაძე აცხადებს, რომ დედაქალაქს დღემდე არ ჰქონია გეოგრაფიული ობიექტებისა და ქუჩების აღმნიშვნელი აბრების საერთო დიზაინი, რაც ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. როგორც მან „სითი კვირას“ განუცხადა, დღემდე აბრის ფორმა დამოკიდებულები იყო კონკრეტული კერძო პირისა, თუ კომპანიის კეთილ ნებაზე, როგორ დიზაინს შეურჩევდნენ აბრას და რამდენად ვარგისიანი იქნებოდა წლების განმავლობაში.
ლია ჯანხველაძის თქმით, აბრა არ მოიცავს მხოლოდ ქუჩის აღმნიშვნელს, სახელდების წესის თანახმად, გეოგრაფიულ ობიექტში შედის უამრავი ობიექტი. ქუჩების გარდა, ეს არის სანაპიროები, გზატკეცილები, შენობები, სკვერები, მოედნები და ბაღები. „როდესაც ფაქტის წინაშე ვდგებოდით და ამა თუ იმ სკვერს ვარქმევდით კონკრეტული პიროვნების სახელს, ჩვენ არ გქონდა აბრის ფორმა და მიმდინარეობდა კონკრეტული, ახალი დიზაინის შერჩევა, ეს თავისთავად იწვევდა ქაოსს და თბილისს იერსახეს უკარგავდა. ამას არ ჰქონდა სისტემური სახე. აქედან გამომდინარე, 2015 წლის ივნისს, კონკურსი მაშ შემდეგ გამოვაცხადეთ, რაც დედაქალაქის მთავრობამ მიიღო „სახელდების ახალი წესის შესახებ“ დადგენილება,“- აცხადებს ლია ჯახველაძე.
მისივე ინფორმაციით, თბილისს სახელდებასთან დაკავშირებით ავტონომია აქვს. ნოემბრის ბოლოს 20 წევრისგან შემდგარმა კომისიამ ექვს კონკურსანტს შორის ერთხმად მიანიჭეს უპირატესობა არქიტექტურის სამსახურის მაგისტრის ნიკოლოზ გურაბანიძის ნამუშევარს. კითხვაზე, თუ რა პრინციპით ხდება ქუჩებისთვის სახელების შერჩევა, ლია ჯანხველაძის განმარტებით, ქუჩისთვის სახელის შერჩევისას რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო, მათ შორის უპირველესი პირობაა, რომ პიროვნება, ვისი სახელობისაც გახდება ქუჩა, 20 წლის გარდაცვლილი უნდა იყოს. დაუშვებელია ქუჩისთვის ცოცხალი ადამინის სახელის დარქმევა. გარდა ამისა, დაუშვებელია ქუჩების სახელების დუბლირება.

კომენტარი