თბილისში ქვეითთა კრეატიული ზებრა გადასასვლელები შეიქმნება

თბილისში ქვეითთა კრეატიული ზებრა გადასასვლელები შეიქმნება

1547
გაზიარება

საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართ მოქალაქეთა ყურადღების მეტად მობილიზების მიზნით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მალე ქვეითთა კრეატიული ზებრა გადასასვლელები გაჩნდება.

პროექტის – „დახატე შენი უსაფრთხოება ზებრაზე“ ინიციატორია იტალიური კომპანია „LA CASA TINA“-ს საქართველოს წარმომადგენლობა. მათი მიზანია, დედაქალაქის ზებრა გადასასვლელების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ, როგორც მძღოლებმა, ისე ქვეითად მოსიარულეებმა.
როგორც „სითი კვირას“ კომპანია „LA CASA TINA“ -ში განუცხადეს, იდეას სრული მხადაჭერა გამოუცხადა თბილისის მერიის სამსახურმა. კონკრეტული ლოკაციები და ქვეითთა გადასასვლელების კრეატიული დიზაინი შეთანხმებულია მერიის ტრანსპორტის სამსახურთან.

„ქვეითთა გადასასვლელებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის პრობლემა, საკმაოდ მწვავედ დგას, როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. ამ მიზნით არაერთი მოწოდება და აქცია განხორციელდა, თუმცა ამ ფორმით პირველი იქნება, “- აცხადებენ კომპანიაში.
პროექტს „დახატე შენი უსაფრთხოება ზებრაზე“ კომპანია თავად დააფინანსებს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ, რათა აქციის ფარგლებში ერთად შეირჩეს ის ლოკაციები, სადაც ყველაზე მეტად იქნება მნიშვნელოვანი კრეატიული ზებრა გადასასვლელის შექმნა. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია პორტალი „კვირა“.

კომენტარი