თბილისს სატრანსპორტო კვანძების დარეგულირებაში ჩინელები დაეხმარებიან

თბილისს სატრანსპორტო კვანძების დარეგულირებაში ჩინელები დაეხმარებიან

609
გაზიარება

ჩინელმა ინვესტორებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ  თბილისის საგზაო ინფრასტრქუტურის მოწყობაში,  ხიდების მშენებლობისა და წყლისა და საკანალიზაციო სისტემების გამართვის თვალსაზრისით. ასევე ქალაქის სატრანსპორტო კვანძების დარეგულირებაში.

თბილისის მერიაში ჩინელი ბიზნესმენები ვიცე-მერმა ლ2აშა აბაშიძემ მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი, ირაკლი ლექვინაძე და  საკრებულოს დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი. მხარეებმა დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

„განვიხილეთ მეტად საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ვფიქრობთ, რომ განვახორციელებთ ერთობლივი ძალებით. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა, ესტაკადები, რაც წაადგება ჩვენს ქალაქს სატრანსპორტო კვანძების დარეგულირებაში,“- განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

კომენტარი