მოლდოვას ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება

მოლდოვას ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება

537
გაზიარება

მოლდოვას ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნება, ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე საქმიანი ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში კეკელიძე მოლდოვას ბიბლიოთეკის დირექტორ ელენა პინტელეისს შეხვდა. “ეს არის ძალიან კარგი ამბავია”,- განაცხადა კეკელიძემ.

2015 წლის 30 ივნისს ქართული წიგნის კუთხე  პორტუგალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქალაქ ლისაბონშიც გაიხსნა და ასამდე ქართული წიგნი გადაეცათ.

ქართული ლიტერატურის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პოპულარიზაციის მიზნით,  ქართული სექციები ასევე გახნილია კორეის, ეგვიპტის, ავსტრიის, შვეიცარიის, ფილიპინების, ეპანეთის, ჩეხეთის, ლატვიის ეროვნულ თუ უნივერსიტეტების  ბიბლიოთეკებში.

კომენტარი