ჩვენს თანამოქალაქეებს  ვასწავლოთ და განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა, – გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენს თანამოქალაქეებს  ვასწავლოთ და განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა, – გიორგი კვირიკაშვილი

733
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუღებლად მიიჩნევს, განათლების პროგრამაში დისციპლინის „მე და საზოგადოება“ შემოღებასთან დაკავშირებული განათლების მინისტრის მიმართ თავდასხმებს და აცხადებს, რომ დადებითის გარდა არაფერია იმაში,  ჩვენს თანამოქალაქეებს პასუხისმგებლობის გრძნობა  ადრეული ასაკიდანვე თუ განუვითარდებათ.

„იმაში, რომ ადრეული ასაკიდანვე ჩვენს თანამოქალაქეებს  ვასწავლოთ და განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დადებითის გარდა არაფერია. არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ პროგრამები, რომლებსაც, მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. რისკები ყველაფერში არსებობს და  მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მათ  თავიდან აცილებას. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, რისკების არსებობის შესაძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა საჭირო არ არის,“-  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით  საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვების განხილვა დაავალა, ხოლო განათლების მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისივე თქმით, ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე ბრალდებები და ინსინუაციები აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირი კავშირი არ არსებობს ამ საგანსა და სპეკულაციებს შორის.

როგორც კვირიკაშვილი აცხადებს,   ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მომავალში, უპირველეს ყოვლისა განხილული უნდა იყოს მთავრობაში და შემდგომ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებებიც.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საგნის „მე და საზოგადოების“ სწავლებას ბიზნესმენი ლევან ვასაძე მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ  სკოლებში ინერგება “ვაი საგნები”,  რაც პავლიკა მოროზოვის ინსტიტუტის  ერთგვარი მოდერნიზებული  ინსტიტუტია.

ვასაძის თქმით,  ამ საგნებისათვის საათები სასწავლო ბადეში ისეთი მნიშვნელოვანი საგნების ხარჯზე შემოდის, როგორიცაა მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი და სხვა.

კომენტარი