თამარ სანიკიძე: ადამიანები თავისი ფანტაზიით ცდილობენ ახალ საგანში სექსზე საუბარი დაინახონ

თამარ სანიკიძე: ადამიანები თავისი ფანტაზიით ცდილობენ ახალ საგანში სექსზე საუბარი დაინახონ

564
გაზიარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საჯარო სკოლებში ახალი საგნის – „ მე და საზოგადოება“ – შემოღების მოწინააღმდეგეების მიერ გამოთქმულ ეჭვს, რომ ამ საგანში სექსზე და ჰომოსექსუალიზმზეა საუბარი, მათი ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს.
როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკაში“ საუბრისას განმარტა, საგანი ჰიგიენური ნორმების დაცვას, სამშობლოს სიყვარულს, ტოლერანტობასა და მსგავს საკითხებს ეხება.
„ საუბარი არ არის რაიმე სახის სექსუალურ განათლებაზე მესამე – მეოთხე კლასელებში, აგრეთვე ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებული თემების განხილვაზე. სამშობლოს სიყვარულზე, ოჯახის პატივისცემაზე საუბარი და ჯანსაღის ცხოვრების პოპულარიზაცია, სექსზე და ჰომოსექსუალიზმზე საუბარს თუ ნიშნავს, მაშინ ზედმეტია ამის განხილვა,“ – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარი