“დაელოდე მწვანეს!” – თბილისში ქვეითთა და მძღოლთა საგანმანათლებლო აქცია გაიმართება

“დაელოდე მწვანეს!” – თბილისში ქვეითთა და მძღოლთა საგანმანათლებლო აქცია გაიმართება

729
გაზიარება

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, “საქართველოს წითელი ჯვარი,” “კია მოტორსი” და ჟურნალი “ავტობილდი” 9 მარტს, დილის 11 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  კოსტავას ქუჩა N 75-თან არსებულ შუქნიშანთან, სადაც განთავსებულია წარწერები “დაელოდე მწვანეს!” გამართავენ ქვეითთა და მძღოლთა საგანმანათლებლო აქციას.

აქციის ფარგლებში, ზებრას ფორმაში გადაცმული ადამიანი – “ზებრამენი” და მოხალისეები, მძღოლებს შეახსენებენ, ქვეითებისთვის “ზებრაზე” გზის დათმობა, რომ აუცილებელია და სტიკერებს დაურიგებენ წარწერით – “გაატარე ქვეითი ზებრაზე”. ასევე, მოუწოდებენ ქვეითებს, დაელოდონ მწვანე მაშუქს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაკვეთონ ქუჩა.

როგორც “სითი კვირას” ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” განუცხადეს, პირველი მარტიდან “კია მოტორს ჯორჯია” უერთდება საქართველოში ბოლო ხანებში გააქტიურებულ,  უსაფრთხო გადაადგილების აქციას და მოუწოდებს, როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ “ზებრა” გადასასვლელების მიმართ.

“კიას” ინიციატივით თბილისის ქუჩებში “ზებრა” გადასასვლელებზეც გაკეთდა გამაფრთხილებელი წარწერები: „დაელოდე მწვანეს“- შუქნიშნებზე და “ზებრა” გადასასვლელებზე, სადაც შუქნიშანი არ არის, მოწოდება ქვეითებისთვის – „გადასვლამდე გაიხედე“.

“კიას” წარმომადგელებმა საგანგებოდ შექმნეს სტიკერები – „გაატარე ქვეითი ზებრაზე“. ამ სტიკერის საკუთარ ავტომობილზე განთავსება, სურვილისამებრ ყველა მძღოლს შეუძლია.

სტატისტიკის თანახმად, საგზაო უსაფრთხოების წესების დაუცველობის შედეგად, 2015 წელს თბილისში დაიღუპა 90 და დაშავდა 3,834 ადამიანი, მათ შორის დაიღუპა 43 ქვეითი, ხოლო 1,305 დაშავდა.

კომენტარი