ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსში გამარჯვებული ქართველი პედაგოგები  დააჯილდოვეს

ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსში გამარჯვებული ქართველი პედაგოგები  დააჯილდოვეს

642
გაზიარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურში გამარჯვებულ მასწავლებლებს უმასპინძლა და საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა. Innovative Educator Expert-ის გამარჯვებული ორი მასწავლებელი 2016 წლის 8-10 მარტს ბუდაპაშტში (უნგრეთი), Microsoft Educator Exchange-ს გლობალურ კონფერენციაზე გაემგზავრება, სადაც, მთელი მსოფლიოდან 300 საუკეთესო მასწავლებელი ექსპერტი მოიყრის თავს.

მინისტრის თქმით, Microsoft-ი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით რამდენიმე წელია თანამშრომლობენ. შესაბამისად, ქართველი პედაგოგები ინტენსიურად მონაწილეობენ კონკურსებსა, თუ პროექტებში, რომელიც მიზნად ისახავს  სასწავლო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირებას.

როგორც „სითი კვირას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს სკოლებიდან  მასწავლებლებმა ამჯერად, ორ კონკურსში Innovative Educator Expert-სა და Mixathon Challenge-ში მიიღეს მონაწილეობა.    Mixathon Challenge-ის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ბუდაპეშტის კონფერენციაზე ქართველი  პედაგოგები საკუთარ პროექტებს წარადგენენ და სპეციალურ ტრენინგებში მიიღებენ მონაწილეობას. ხოლო სამშობლოში  დაბრუნებულები  თავიანთ სკოლებში გამართავენ  პრეზენტაციებს და  კოლეგებს გაუზიარებენ მიღებულ  გამოცდილებასა და კონფერენციის ფარგლებში მოპოვებულ რესურსებს.

კონფერენციის სპეციალური ნაწილის გადმოცემა მოხდება ონლაინ სტრიმინგის საშუალებით, სადაც დარეგისტრირება და დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს: https://www.microsoft.com/en-us/education/e2/default.aspx

კომენტარი