კრეატიული ზებრა გადასასვლელები – სიახლე ქალაქის ტურისტული უბნებისთვის

კრეატიული ზებრა გადასასვლელები – სიახლე ქალაქის ტურისტული უბნებისთვის

937
გაზიარება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მიესალმება დედაქალაქში იტალიური კომპანია „LA CASA TINA”-ს მიერ ქვეითთა კრეატიული ზებრა გადასავლელების შექმნის პროექტს და მიაჩნია, რომ ეს კარგი სიახლე იქნება ქალაქის ტურისტული უბნებისა და საგზაო ინფრასტუქტურისთვის.

iraklileqvinaze-cr-739x428 (1)

როგორც ლექვინაძემ „სითი კვირას“ განუცხადა, მერია გააკონტროლებს ასეთი მოხატვები არ გასცდეს იმ სტანდარტებს, რაც საგზაო მოძრაობის ამ ნიშნის პოპულარიზაციისთვისაა საჭირო.

მერის მოადგილე მადობას უხდის უცხოურ კომპანიას თბილისზე ზრუნვისთვის და აცხადებს, რომ  პროექტ „დახატე შენი უსაფრთხოება ზებრაზე“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას, იდეის ავტორებთან ერთად უხლოეს დღეებში მიაწვდის.

დედაქალაქში კრეატიული ზებრა გადასასვლელების პროექტს  მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციაც და პროექტში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას გამოთვამენ.

1471848_804775959554270_4030892372172661354_n

როგორც „სითი კვირას“ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა  მევლუდ მელაძემ განუცხადა, ეს პროექტი მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოებისთვის,  მოქალაქეები ამ ლამაზი ნახატით უფრო გაფრთხილდებიან  და არ დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, შესაბამისად დაცული იქნება უსაფრთხოება.

საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართ მოქალაქეთა ყურადღების მობილიზების მიზნით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მალე ქვეითთა კრეატიული ზებრა გადასასვლელები გაჩნდება. „პროექტის დახატე შენი უსაფრთხოება ზებრაზე“ ინიციატორია იტალიური კომპანია „LA CASA TINA”-ს საქართველოს წარმომადგენლობა.

 მათი მიზანია, დედაქალაქის ზებრა გადასვლელების მიმართ მეტი ყურაღება გამოიჩინონ, როგორც მძღოლებმა, ისევე ქვეითად მოსიარულეებმა. როგორც „სითი კვირას“ კომპანიაში განუმარტეს, პროექტს კომპანია თავად დააფინანსებს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ, რათა აქციის ფარგლებში ერთად შეირჩეს ის ლოკაციები, სადაც ყველაზე მეტად იქნება მნიშვნელოვანი კრეატიული ზებრა გადასასვლელის შექმნა. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია პორტალი „კვირა.“

კომენტარი