რას გულისხმობს ე.წ. ამხანაგობა და რა უფლებები აქვს მას – საბურთალოს გამგებელი

რას გულისხმობს ე.წ. ამხანაგობა და რა უფლებები აქვს მას – საბურთალოს გამგებელი

1492
გაზიარება

საბურთალოს რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებისთვის, საპილოტე პროექტს ამზადებს. კერძოდ, რა უნდა იცოდეს ე.წ. ამხანაგობის წევრმა მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, შეუძლია თუ არა თითოეულ მათგანს მიიღოს მონაწილეობა საერთო საკუთრების მართვაში? შეუძლია თუ არა ამხანაგობას იშოვოს თავისი ფული, რომელსაც თავისივე თანასაკუთრების მოვლა-პატრონობისა თუ განვითარებისთვის გამოიყენებს?
ბექა მიქაუტაძის თქმით, გამგეობის მიზანია, მოსახლეობის ინტერესი დააკმაყოფილოს. მისი თქმით, პროექტის დაწყების შემთხვევაში, სპეციალურად გადამზადებული რამდენიმე ათეული კონსულტანტი მალე ამხანაგობების წევრებს შეხვდება და თანასაკუთრების მართვას ასწავლის, რათა საჯარო უწყებებისა და საჯარო მოხელეთა კეთილ ნებაზე არ იყვნენ მუდმივად დამოკიდებულნი. საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ამ პროექტის შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს და რამდენიმე დადებითი „ქეისის“ შექმნას იმედოვნებს. მისი თქმით, ამხანაგობების პროგრამების განხორციელებით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან წლებია მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება, თუმცა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რა არის ამხანაგობა, როგორ შეუძლიათ თანამესაკუთრეებს შემოსავლის გენერირება და ამ თანასაკუთრების განვითარება?

კომენტარი