სახელოსნო, რომელიც დედაქალაქის ისტორიას აცოცხლებს – სამი ხელოვანის “სხვანაირი თბილისი”

სახელოსნო, რომელიც დედაქალაქის ისტორიას აცოცხლებს – სამი ხელოვანის “სხვანაირი თბილისი”

1788
გაზიარება

თბილისში, ლადო გუდიაშვილის სახელობის ბაღთან  არსებული პატარა მაღაზია-სახელოსნო  „ესტია“ – გამორჩეულად უცხოელი სტუმრების საყვარელი ადგილი. აქ ნანახი სუვენირები, თუ ხელნაკეთი ნივთები გულგრილს არავის ტოვებს.  ჩვეულებრივი ლამბაქი, ფინჯანი, თუ უბრალოდ მწვანილის საჭრელი დაფა, ძველი თბილისის შესახებ მოგვითხრობენ.  ამ ნივთებში ჩვენი დედაქალაქის ისტორია ცოცხლდება და ყოველღიურობის ნაწილი ხდება.

12822032_10206173147510940_1236565968_nსამი  ქალბატონი,  პროფესიით იურისტი ელისაბედ დიმიტრიადი, მხატვარ-დიზაინერი  ნათია კალმახელიძე  და ფსიქოლოგი  ნათია ნოზაძე, ხელოვნების  სიყვარულმა გააერთიანა და პატარა მაღაზია-სახელოსნო გახსნეს, სადაც  მომხმარებელს,  მათ მიერ, ხელით მოხატულ  ნივთებს, კერამიკას, ხის აქსესუარებს, სარკეებს, საკიდებს, სკივრებსა და ათას სუვენირს სთავაზობენ.

 „ესტიას“ შექმნის ისტორიაზე „სითი კვირას“  ერთ-ერთი დამფუძნებელი ნათია ნოზაძე ესაუბრა.

 – სამივე  მეგობრები ვართ.  ყოველთვის გვინდოდა ერთობლივად  გვეკეთებინა რაიმე.  ორი წლის წინ დაიბადა ბიზნეს იდეა და განვახორცილეთ.  ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრი ლამაზი ნივთია, მაგრამ ბევრი რამ უგემოვნოა. გვინდოდა, ახალი სიტყვა გვეთქვა. თავდაპირველად კაფელის მოხატვა გადავწყვიტეთ,  შემდეგ კი,  ჭურჭელის მოხატვა დავიწყეთ. სამივეს გვიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებთ.

  -რას ნიშნავს „ესტია“?

1414679_10206173150791022_1024461453_n-ესტია ბერძნულ მითოლოგიაში ხელსაქმის ქალღმერთია.  მისი სახელი უკავშირდება ფუსფუსს, ოჯახურ სითბოს და ზუსტად შეესაბამება ჩვენს წამოწყებას. გადავწყვიტეთ ჩვენი საქმისთვის მისი  სახელი დაგვერქმია. ეს საქმე  დიდ სიყვარულს, შრომასა და მასალის მიმართ ფაქიზ დამოკიდებულებას  მოითხოვს. გვინდოდა მომხმარებლისთვის, რაღაც ახალი შეგვეთავაზებინა.   განსხვავებულად მიგვეწოდებინა მე-19 საუკუნის თბილისი,  თავისი ძველი ორნამენტებით.  ჩვენი თბილისი  სხვანაირია და გვინდა  ახალგაზრდა თაობასაც დავანახოთ ის, რითაც  ჩვენი დედაქალაქი ყოველთვის იწონებდა თავს.

– ხშირად ხატავთ  ბროწეულს.  ეს შემთხვევითობაა, თუ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს?

12025521_10206173150751021_601408617_n-შემთხვევითობა ნამდვილად არ არის. ბროწეული სიმბოლოდ  ავიღეთ,  ის ხომ  განახლების ნიშანია.   გვინდოდა ყოველდღიური მოხმარების საგნებში გამოგვეყენებინა ეს თემა და ჩვენთან შეძენილი ნივთებით, ყველა ოჯახში დოვლათი და სასიამოვნო სიახლე შევიდეს. ასევე, აქტიურად ვიყენებთ ქართულ ორნამენტებს. გვინდა ყოველდღიური მოხმარების საგნებში გავაცოცხლოთ  ის თემატიკა, რომელიც  თითქოს, მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატად აღიქმება.

-ჭურჭელსაც თქვენ ქმნით?

12834938_10206173147630943_1037249101_n – დიდი სურვილი გვაქვს, თვითონ მოვიფიქროთ ჭურჭლის დიზაინი, დავამზადოთ და შემდეგ მოვხატოთ, მაგრამ, ამ ეტაპზე, მოსახატად უცხოური წარმოების კერამიკას ვიყენებთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჭურჭლის წარმოების საშუალება  არ გვაქვს.  იძულებულნი ვართ მზა ჭურჭელი მოვხატოთ.  სხვა არჩევანი არ გვაქვს.  ვაკეთებთ სხვა ხელსაქმესაც, მაგალითად  სარკეს მოხატულ ჩარჩოში ვსვამთ. ვმუშაობთ ხეზეც და ვამზადებთ საოჯახო ნივთებს, ყველაფერს, რაც კი შეიძლება სახლში გამოყენოთ.

– ვინ არის თქვენი მომხმარებელი?

12834939_10206173147590942_474545617_n-გვყავს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებელი. ბევრი შეკვეთა გვაქვს. ტურისტებმა იციან ჩვენი სახელოსნოს შესახებ და ძალიან  ხშირად გვსტუმრობენ. შეძლებისდაგვარად გვინდა, ფასები ყველასთვის მისაღები იყოს.

– როგორც ვიცი, მასტერკლასებსაც მართავთ?

– ზოგჯერ ადამიანს რაღაც განსხვავებული, საგანგებოდ მისთვის შექმნილი ნივთი სურს შეიძინოს, ან ახლობელს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთოს, ამიტომ ჩვენ ინდივიდუალური მომსახურებაც გვაქვს. ზოგს სურს თავად მოხატოს ესა თუ ის ნივთი.  თუ ვინმეს თეფშის მოხატვა სურს, შეუძლია მოვიდეს და 2 საათის განმავლობაში ისწავლოს, შემდეგ კი, საკუთარი ხელით მოხატული ნივთი წაიღოს და გააჩუქოს.

– თქვენთან დასაქმებული ადამიანები რა კრიტერიუმით შეარჩიეთ?

 12825426_10206173145150881_566329972_n– კონკურსი ჩავატარეთ, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. ერთი ოჯახივით ვართ. ყველას ძალიან უყვარს აქაურობა და ვცდილობთ, ერთამანეთს ყველაფერში დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ.


– სამომავლოდ გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?

 -გვინდა ჩვენს სახელოსნოს თემატურად სხვა სფეროებიც შევმატოთ.  მაგრამ,  ამისთვის ფინანსებია საჭირო. კარგი იქნება,  თბილისის მერია და ზოგადად სახელმწიფო თუ გამოგვიყოფს  შესაბამის გრანტს. 12834605_10206173145270884_190634532_nეს იქნება მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ მათ განხორცილებას თანხები სჭირდება.  ჩვენი სახელოსნო  50 კვარდატულ მეტრის ფართობში  მუშაობს და 15 ადამიანი გვყავს დასაქმებული. კარგ საქმეს ვაკეთებთ. თუ ხელშეწყობა გვექნება, უფრო მეტს შევძლებთ. ძალიან გვინდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ბუხრის დამზადება. ვგეგმავთ, საგამოფენო  სივრცის მოწყობას  ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რომლებიც  გალერეებს ვერ ქირაობენ.  ძალიან გვინდა, ჩვენც შევუწყოთ ხელი მომავალ თაობას.

12834605_10206173145270884_190634532_n

12834560_10206173147390937_1481329810_n

 

კომენტარი