აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი დადგეს 54-ე საჯარო სკოლის ეზოში

აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი დადგეს 54-ე საჯარო სკოლის ეზოში

1416
გაზიარება

თბილისის 54-ე საჯარო სკოლის ეზოში მემორიალი დადგეს, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და 54-ე სკოლის კურსდამთავრებულების, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების – არჩილ მიშველაძის, პავლე გიორგობიანის, ვაჟა სიჭინავასა და დავით ბოლქვაძის ხსოვნას მიეძღვნა.

მემორიალის გახსნას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვაკის გამგეობის წარმომადგენლები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებისთვის თეატრალური წარმოდგენა გამართეს.

კომენტარი