გარემოს დაცვა და ეკოლოგია – კონფერენცია მოზარდებისთვის

გარემოს დაცვა და ეკოლოგია – კონფერენცია მოზარდებისთვის

764
გაზიარება

 

თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის კაბინეტში, მოსწავლეთათვის კონფერენციები იმართება, სადაც მოზარდებს საშუალება ეძლევათ ბიოლოგიის, ექსპერიმენტული ბიოლოგიის, აგრობიოტექნოლოგიისა და ქიმიის სფეროებში საკუთარი ნაშრომები წარმოადგინონ.

როგორც ეკოლოგიის კაბინეტის ხელმძღვანელი ია გოდერძიშვილი აცხადებს, კონფერენციაში 60 მოზარდი მონაწილეობს, რომელთა ნაშრომებსაც სასახლის სასწავლო-შემოქმედებითი და საერთაშორისო პროექტების კაბინეტის ხელმძღვანელი ნათელა ჩხეიძე შეაფასებს. კონფერენცია ხვალ დასრულდება.

კომენტარი