თბილისის ანძა მწვანედ განათდება

თბილისის ანძა მწვანედ განათდება

1764
გაზიარება

თბილისისა და დუბლინის დამეგობრების ორ წლისთავთან დაკავშირებით, დედაქალაქის ანძა 17 მარტს მწვანედ განათდება. ამ დღეს აღინიშნება საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავიც.

მერიის ინფორმაციით,  თარიღთან დაკავშირებით, 17 მარტს თბილისში Tbilisi Event Hall-ში ცნობილი ირლანდიური ჯგუფის “Jack Lukeman”-ისა და ქართული ჯგუფის ,,ნიუტონის’’ კონცერტი გაიმართება.

ორი ქვეყნის მეგობრობის საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე თბილისი კვლავ ჩაერთვება მსოფლიო კამპანიაში “Global Greening”.

კომენტარი