თბილისის სპორტის სასახლისა და მზეჭაბუკის ისტორია

თბილისის სპორტის სასახლისა და მზეჭაბუკის ისტორია

9107
გაზიარება

თბილისის სპორტის სასახლის მონუმენტური შენობა, 1961 წელს, საბჭოთა მმართველობის პერიოდში აშენდა. პროექტის ავტორები არიან ვლდიმერ ალექსი-მესხიშვილი და იური კასრაძე, ინჟინერი- დავით ქაჯაია.
შენობის გარე და შიდა დაგეგმარების სისადავე და პროპორციული ჰარმონიულობა ოსტატურადაა შეხამებული საინჟინრო ჩანაფიქრთან, რაც სპორტის სასახლეს ომის შემდგომი წლების თბილისის ერთ-ერთ საინტერესო არქიტექტურულ ძეგლად წარმოაჩენს.მშენებარე სპორტის სასახლე
კვადრატული ფორმის სასახლე დაგვირგვინებულია  76 მეტრის დიამეტრის რკინაბეტონის ორიგინალური კონსტრუქციის გუმბათით, ცენტრალური და გვერდითი ფასადები შემკულია ხუთთაღიანი არკადებით. მართკუთხა არენის ირგვლივ ოთხივე მხარეს ამფითეატრის სახით, განლაგებულია 10 000 მაყურებელზე გათვლილი სავარძელთა რიგები.

05

ამფითეატრების ქვეშ მოთავსებულია ფოიეები. შენობის მთელ პერიმეტრზე მაყურებელთა დარბაზს შემორტყმული აქვს ვრცელი სასეირნო გალერეა. არენის ტრანსფორმირება საშუალებას იძლევა სასახლეში ჩატარდეს, როგორც დიდი სპორტული შეჯიბრებები, ისე სანახაობრივი წარმოდგენები.

Desktop

1965 წელს სასახლის წინ დაიდგა ბრინჯაოს ფიგურა – მზეჭაბუკი, რომელიც მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის მოდელის მიხედვით ჩამოისხა და არქიტექტურულად ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა გააფორმა. სპორტსმენ-ოლიმპიელის ფიგურაში, ახალგაზრდა მამაკაცის  სხეულის პროპორციები ზედმიწევნითაა გამოქანდაკებული და ვაჟკაცური ძალ-ღონით, ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის ფიზიკური სილამაზის ერთგვარი დემონსტრირებაა.  მსოფლიო კლასიკური და იმ დროის თანამედროვე ხელოვნების ტრადიციებით შესრულებულ ქანდაკებაში, განსახიერებულია ქართველი სპორტსმენების მიღწევები და გამარჯვებები.
sportis-sasaxle_largegepeis-pirveli-korpusi_sportis-sasaxle_large

კომენტარი