პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

597
გაზიარება
SONY DSC

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. საყრდენი კედლის ჩამონგრევის გამო, ქუჩაზე გამომოძრაობა გუშინ, 24 საათის განმავლობაში შეიზღუდა.

როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა და ჩამონგრეული კედლის ნაცვლად  ახალი დამცავი ფენა გაკეთდა, ხოლო პუშკინის ქუჩის გაფართოების სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინათ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში კედლის ჩამონგრევის მიზეზი გახდა.

კედლის ჩამონგრევისას სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

კომენტარი