რამდენად უსაფრთხო ქალაქია თბილისი? – რამაზ ჭითანავა სტიქიის პროგნოზირების ხარისხზე საუბრობს

რამდენად უსაფრთხო ქალაქია თბილისი? – რამაზ ჭითანავა სტიქიის პროგნოზირების ხარისხზე საუბრობს

1057
გაზიარება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა აცხადებს, რომ 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, თბილისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსალოდნელი სტიქიის პროგნოზირების ხარისხი და წინასწარი გაფრთხილების ნორმალური სისტემა შეიქმნა.

როგორც „სითი კვირას“ რამაზ ჭითანავამ განუცხადა, ვერეს აუზში დაახლოებით  რვა ერთეული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დანადგარი დამონტაჟდა, რომლებიც ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით  ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში ღებულობენ. ამდენად, წინასწარი გაფრთხილების თანამედროვე სისტემის დახმარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პროგნოზირების ხარისხი.

qqai7

„ვერეს აუზის გარდა, ასევე რთული მდგომარეობაა გლდანისა და თემქის ხევებში. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.  კლიმატის ცვლილების გლობალურ პროცესებზე აქტიური დაკვირვება  მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს და მათ შორის საქართველოშიც. ბოლო ხანებში თბილისში ძალიან გახშირდა ძლიერი ქარები და აშკარად გამოკვეთილი  ექსტრემალური სურათი იქმნება,“- აცხადებს სპეციალისტი და დასძენს, რომ  სტიქიურ მოვლენებს, მხოლოდ  წყალმოვარდნები არ იწვევს, ეს დამოკიდებულია ძლიერ ქარებზე, ტონალურად მაღალ, თუ დაბალ ტემპერატურებზე, გვალვებზე და ა.შ.

რამაზ ჭითანავას თქმით, 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი მოვლენის შემდეგ, ამ მიმართულებით  მუშაობა გააქტიურდა და სახელმწიფო სტრუქტურებმა,  ქალაქის მერიამ, დონორმა ქვეყნებმა  უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად  შესაბამისი თანხები გამოყვეს.

„ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქია თბილ56804b39b58caისის მასშტაბით  არის ლოკალური მოვლენა, რომელიც ძლიერმა  ნალექმა გამოიწვია, რომელმაც  მოიცვა  ვერა-ვაკე-საბურთალოს ტერიტორია.  მაგრამ იმავე ღამით,   თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმა საერთოდ არ ფიქსირდება,“- აცხადებს ჭითანავა და დასძენს, რომ  მსგავსი  ლოკალური მოვლენის 2 თვით ადრე პროგნოზირება მთელს მსოფლიოში ვერ ხერხდება, შესაძლებელია მოკლევადიანი 1-2 საათით ადრე პროგნოზირება, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ  ერთი საათით ადრე  გააფრთხილონ. „ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს და მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება არა მხოლოდ  თბილისში, არამედ ქვეყის სხვა რეგიონებშიც,“- ამბობს იგი.

ჭითანავას ინფორმაციით, წინასწარი შეტყობინების დანადგარები  ამ ეტაპზე განლაგებულია ვერეს აუზში, ახლო მომავალში კი ანალოგიური სისტემის დამონტაჟება  იგეგმება მდინარე გლდანულაში. „სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული და ახლო მომავალში უფრო უკეთ ვიქნებით. ეს საკმაოდ ძვირადღირებული სისტემაა, რომლის შეძენა  ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებსაც უჭირთ,“- განცახდა ჭითანავამ.

3w3r8

კომენტარი