სამგორის რაიონში შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონში შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

583
გაზიარება

თბილისის სამგორის რაიონში შიდა ეზოების რემონტი დაიწყო. კერძოდ, მე-3 მასივში, ზემო პლატოზე, მე- 2, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 კორპუსების მიმდებარედ არსებულ შიდა ეზოებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს, საფუძველის მოწყობის პროცესი, რის შემდეგაც მოასფალტების სამუშაოები დაიწყება.

როგორც „სითი კვირას“ სამგორის რაიონის  გამგეობაში განუცხადეს,  პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 1292 კვადრატული მეტრის ფართობზე გზის საფარი 2 ფენად დაიგება, ხოლო 1233 კვადრატული მეტრის ფართობზე  ერთ ფენად მოეწყობა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს შ.პ.ს. „არსაკიძე–2000“ ახორციელებს და პროექტის ღირებულება 121 300 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური, დღეს ადგილზე გაეცნო.

კომენტარი