საქართველოს ინოვაციების სააგენტო სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სისტემას 

საქართველოს ინოვაციების სააგენტო სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სისტემას 

590
გაზიარება

 

ევროპის განათლების ფონდის ETF-ის მიერ, იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ  კონკურსში, რომელიც სტარტაპებისა და მეწარმეებისთვის ეროვნულ სამეწარმეო და ინოვაციების უნარების განვითარების სისტემას ეძღვნებოდა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გაიმარჯვა. ფონდის შეფასებით, იგი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სატრენინგო სისტემას და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა.

კონკურსზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ საკუთარი მეთოდოლოგია და სისტემა წარადგინა, თუ როგორ ნერგავს სააგენტო უნარებისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების სატრენინგო სისტემას, როგორ მართავს პროცესებს, ატარებს ტრენინგებს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორისთვის.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში განაცხადეს, 18 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ევროპის განათლების ფონდი ETF- არის ევროკავშირის სააგენტო, რომელიც განვითარებად ქვეყნებს  პროფესიული განათლების სისტემების დახვეწაში ეხმარება.  ETF – ის პროგრამის ფარგლებში  ევროკავშირის წევრ და არა წევრ ქვეყნებს შორის ცხადდება კონკურსები, საუკეთესო სისტემების წარდგენისა და გაზიარების თვალსაზრისით.

მათივე ინფორმაციით, ქართველმა სპეციალისტებმა  ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. სააგენტოში გეგმავენ  საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს  ქვეყნის მასშტაბით გაფართოვებას და  მომავალშიც ითანამშრომლებენ ETF-სთან სატრენინგო პროგრამების დახვეწისა და განვითარებისთვის მიმართულებით.

კომენტარი