სახლი,რომელიც აღმაშენებლის გამზირის ისტორიას ინახავს

სახლი,რომელიც აღმაშენებლის გამზირის ისტორიას ინახავს

3058
გაზიარება

თბილისის დავით აღმაშენებლის გამზირის N28-ში მდებარე სახლი, ვინმე გრიგორ ვართანოვს ეკუთვნოდა. გადმოცემის თანახმად, ვართანოვების ოჯახი სამღებრო საქმიანობას ეწეოდა. XIX საუკუნის ბოლოს აგებული ისტორიული შენობა, დღეს რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროცესშია და თავის ისტორიულ-არქიტექტურულ იერსახეს, 2016 წლის ბოლოსთვის დაიბრუნებს.

დავით აღმაშენებლის გამზირის N28-ში მდებარე უნიკალური სახლი თავისი მორგებული პროპორციით გამოირჩევა, რომელიც თითქოს ერთიან მონოლითს წარმოადგენს. შიდა ეზოს ფასადისგან განსხვავებით ქუჩისპირა ფასადმა დღემდე მეტნაკლებად ავთენტური სახით მოაღწია. ორსართულიანი შენობა, ლოგიკ12721806_1143587452333063_903249336_nურადაა ჩართული ქუჩის სივრცულ-გეგმარებით განაშენიანებაში. ნაგებობა ძველი ქართული აგურით არის ნაშენი, რომლის ფასადიც შელესილია და მოგვიანებით არაერთხელ შეღებეს.

სახლის II სართული, ღია ხის რიკულებიანი აივნით იხსნება და შენობაში ასვლა, მარცხნივ განთავსებული კიბით არის შესაძლებელი.II სართულის საფასადო კომპოზიცია სიმეტრიულია და წონასწორობის პრინციპზე აგებული. ცენტრში საკმაოდ მასიური ხის ჭვირული აივანია განთავსებული. II სართულის კედლის ზედაპირი ღიობების რიტმიკით ისერება. შენობაზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილ12077438_1143587512333057_1416360649_nი ლითონის ნიშანი „II-0050”, რომელიც სავარაუდოდ მაღაზიის ნომერი უნდა იყოს.

სტილისტურად შენობის ფასადი ეკლექტურია, ფსევდო კლასიცისტური ელემენტებით გამდიდრებული და ცენტრში შეკიდული ხის ჭვირულ მოხარატებული აივნით. საკმაოდ მასიური აივანი თითქმის შენობის II სართულს სრულად იკავებს. ეს შენობა არა მხოლოდ  გამზირის, არამედ უბნის მხატვრულ არქიტექტურულ სახეს განსაზღვრავს და იმავდროულად გამზირის ისტორიულ მეხსიერებას ინახავს.

12442929_1143587392333069_1630349233_n12833456_1143587362333072_694805139_n

კომენტარი