ფურცელაძის № 26 მდებარე ავარიული სახლი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება

ფურცელაძის № 26 მდებარე ავარიული სახლი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება

800
გაზიარება

თბილისის მთაწმინდის რაიონში, ფურცელაძის ქუჩის № 26 მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. სახლის მობინადრეებს დღეს,  დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ქუთათელაძე შეხვდნენ და დროებით ქირით გაყვანა შესთავაზეს.

როგორც ბექა ნაცვლიშვლმა განაცხადა,  შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მისი დემონტაჟისა და შესაბამისად, ახალი შენობის აგების მიზნით, ამ ეტაპზე მოლაპარაკება დედაქალაქის მერიასთან მიმდინარეობს. დეპუტატმა ათონელის ქუჩაზე მდებარე საუკუნოვანი საცხოვრებელი ავარიული შე12527987_1143713745653767_800034007_nნობებიც დათვალიერა, რომლებსაც საკრებულოს ინფორმაციით, თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

1903133_1143713795653762_669814759_n

კომენტარი