ვკარგავთ საკუთარ იდენტობას და ვდგამთ უგემოვნო შენობებს – გიორგი ტაბლიაშვილი

ვკარგავთ საკუთარ იდენტობას და ვდგამთ უგემოვნო შენობებს – გიორგი ტაბლიაშვილი

1380
გაზიარება

აშშ-ში, ქალაქ სიეტლის ციფრული ხელოვნების ინსტიტუტის ნახატების, პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულ, ნიჭიერ მხატვარს გიორგი ტაბლიაშვილს, მშობლიური ქალაქის რეალურ ყოფიერებაში ყველაზე მეტად ინტელექტისა და გემოვნების, საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის მიმართ სიყვარულის დეფიციტი აწუხებს. თბილისი მისთვის განსაკუთრებული ქალაქია და არ სურს მის დიდებულებაზე წარსულ დროში უწევდეს საუბარი.
გიორგი ბავშვობიდან ხატავს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, კერამიკის ფაკულტეტზე. წარმატებული პერსონალური გამოფენები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ პორტუგალიაში: ლისაბონისა 1186328_630268537007923_933706415_nდა ტავირას სამხატვრო გალერეებში. მონაწილეობდა უამრავ ჯგუფურ გამოფენებშიც. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, საქართველოში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ინგლისში, გერმანიაში, ფინეთსა და ლიტვაში.

ალბათ, ძნელი წარმოსადგენია თბილისში გაზრდილ ხელოვანს არ ხიბლავდეს ამ ქალაქის კოლორიტულობა. როგორია ახალგაზრდა მხატვრის თვალით დანახული მომავლის თბილისი და რა მოლოდინები აქვს მას?  „სითი კვირა“ გიორგი ტაბლიაშვილს ესაუბრა:

– ხატვა ბავშვობიდან მიყვარს, დროთა განმავლობაში კი, ჩემს ძირითად საქმიანობად გადაიქცა. კერამიკით ბავშობაშივე დავინტერესდი, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ერთ-ერთ  უსაყვარლეს და გამორჩეულ პედაგოგ ალდე კაკაბაძეს. მისი ხელშეწყობით დავინტერესდი კერამიკით, ეს დარგი თავის თავში მხატვრობის სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებს, იქნება ეს პლასტიური ხელოვნება, ფერწერა, თუ დეკორაციაზე მუშაობა.
კერამიკაზე მუშაობას უცნაური მიზიდულობის ძალა აქვს, გიწევს მხატვრობის ფუნდამენტ11896086_10206597432429740_3758405698196151121_nურ ღირებულებებთან შეხება. ერთი სიტყვით ამ საქმიანობით მოვიწამლე. თუმცა, გასული საუკუნის 90-იან წლების რთულ პერიოდში კერამიკაზე მუშაობისთვის თავის დანებება მომიხდა, მაგრამ დღემდე ვამბობ, რომ ეს დროებითია. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ძირითადად ფერწერაზე ვმუშაობ.

– თქვენი შთაგონების წყარო?

– შთაგონების წყარო მუშაობის პროცესში იბადება. ამ სიტყვაში არ იგულისხმება მხოლოდ ხატვა, ასევე უნდა მოვიაზროთ ყოველდღიური სწრაფვა მეტი შემეცნებისკენ. კითხვებიცა და პასუხებიც, გნებავთ  შთაგონებაც, ხატვის პროცესში იბადება. შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს ყველაფერი, ერთი შეხედვით მარტივი რამ,  გააჩნია ინტერპრეტაციის მასშტაბს.

–  როგორ მიიღეს უცხოელებმა თქვენი ნამუშევრები?

– საინტერესო გამოცდილება შევიძინე საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ გამოფენებში მონაწილეობით. რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა ფესტივალებსა და ჯგუფურ გამოფენებში.  ყველაზე მეტად გამიმართლა პორტუგალიასა და ლიტვაში, სადაც ჩემი ოცზე მეტი ნამუშევარი გაიყიდა. სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც კერძო კოლექციონერები გიზიარებენ შე10363949_581105285342098_7212137037078384932_nნი ნამუშევრით მიღებულ შთაბეჭდილებებს და კმაყოფილებას გამოხატავენ იმ ნამუშევრების მიმართ, რომლებიც ახლა სახლში აქვთ.

– ხელოვანებს განსხვავებული ხედვა გაქვთ, მოგწონთ თბილისის დღევანდელი იერსახე?  

– თბილისი მრავალმხრივ განსაკუთრებული ქალაქია, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ რაც დრო გადის, ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულობაზე საუბარი წარსულ დროში გვიხდება. მე-19 საუკუნეში თბილისი, ყველა თვალსაზრისით ასჯერ უფრო ლამაზი ქალაქი იყო, ვიდრე დღეს არის. ჩემის აზრით, ის ხალხი, ვინც უნდა ზრუნავდეს ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე, ერთდროულად განიცდიან, როგორც ინტელექტისა და გემოვნების, ისე საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის სიყვარულის დეფიციტს. უბედურებაა, რომ მათ მიერ საკუთარი ქალაქის აღქმა აბსოლუტურ კონტრასტშია ესთეტიზმისა და გემოვნების ნორმებთან.

1530588_10202298697244047_1696579983_n

– ჩვენს დედაქალაქს დიდი ხანია აწუხებს საცობები. ევროპის ქალაქებში, როგორ ართმევენ თავს ამ პრობლემას?

– ალბათ, მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ეს პრობლემაც ქალაქის ძველი თუ ახალი დაგეგმარების დროს მიღებული არასწორი, თუ საკამათო გადაწყვეტილებების ბრალია.  ვიღაც-ვიღაცეებმა თავიანთი კომპეტენციის სიმწირითა და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით, ქალაქს თავის დროზეც ჩაუხერგეს სწორი განვითარების გზა. დღეს დაშვებული შეცდომები ჩვენი შვილების თაობას დააწვება მძიმედ მხრებზე, მათ აზროვნებასა და მსოფლმხედველობაზეც იქონიებს გავლენას. დასავლეთში, რისკენაც ასე მივისწრაფვით, ასე არ არის. იქ  ასპარეზი ეძლევათ  იმ ადამიანებს, რომლებიც  მეტი კომპეტენციითა და ცოდნით გამოირჩევიან.

– საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო აქტუალური ხომ არ უნდა გახდეს?

– მეც, როგორც მრავალი სხვა ადამიანი, მივესალმებოდი, თუ თბილისში არ იქნებოდა არც ერთი სამარშრუტო მიკროავტობუსი და იქნებოდა ტრამვაი. მივესალმებოდი ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც საცობებსაც განმუხტავდა და არც კომფორტს დაურღვევდა მოქალაქეებს.

1005266_10201067639828381_318348098_n– თბილისში უფრო მეტ სასეირნო ადგილებს ხომ არ ისურვებდით?

– თბილისი, ალბათ, ამ მხრივ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ევროპის დედაქალაქებს შორის. რაც დღეს გვაქვს, ძნელად თუ ვუწოდებთ სასეირნო ადგილებს. უამრავი სკვერისა და პარკის მოწყობა შეიძლებოდა, მაგრამ საკუთარი მოქალაქეების  ჯანმრთელობა და ნორმალურ გარემო-პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა, ვიღაცეების ფინანსურ ინტერესებს გადააყოლეს.

– უცხოელები ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში მძღოლებს არ აქვთ ავტომობილის მართვის კულტურა, ეთანმხებით?

– რა თქმა უნდა ვეთანხმები. უცხოელებმა რომ არ გვითხრან, ისედაც ყოველდღე ვხედავთ თავზეხელაღებულ, უცოდინარ და უპასუხისმგებლო მძღოლებს.

– როგორია თქვენი თვალით დანახული მომავლის თბილისი? 

11099318_10206413575993444_6888526805362234145_n– ვისურვებდი, თბილისი, ყოველ შემთხვევაში მისი ძველი ნაწილი, ისეთივე მენახა, როგორც მე-19 საუკუნის ფოტოებიდან გვახსოვს. ვგულისხმობ მეტ და სწორ ბალანსს, ახალ აშენებულ შენობებსა და ძველ არქიტექტურას შორის. ვისურვებდი მეტ გამწვანებას, მეტ საფეხმავლო ქუჩას. დღეს ქალაქის ძველ უბანშიც კი, ხშირად, ადამიანი ვერ ახერხებს ცალკეული შენობის სწორად აღქმას, მისი ესთეტიზმის დანახვასა და გააზრებას… არადა, ადამიანს ძალიან სჭირდება, იკვებოს ამ ესთეტიზმით, იმ დეტალების სილამაზით, რაც ძველ შენობებში ძალიან მრავლადაა თავმოყრილი. ამის გარეშე, ჩვენ გვავიწყდება საკუთარი გამოცდილებები არქიტექტურისა და ხელოვნების დარგებში. ვკარგავთ საკუთარ იდენტობას და ვდგამთ მრავალ ახალ უგემოვნო შენობებსა და ოქროსფერ ქანდაკებებს.  ყველაფერი კი, საბოლოოდ ჩვენს ფსიქიკაზე, აზროვნების წესზე, მსოფლმხედველობასა და განწყობებზე აისახება.

1922421_10202841105323910_776464283_n

10303472_579850728800887_327289862075405591_n

კომენტარი