მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკადრო პოლიტიკას უწუნებენ

მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკადრო პოლიტიკას უწუნებენ

690
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ წარმოებულ საკადრო პოლიტიკას აკრიტიკებს და ურჩევს ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კადრები კვალიფიციკაციიის, განათლებისა და  სათანადო უნარ-ჩვევების მიხედვით შეარჩიონ.

IMG_3912

როგორც გულიკო ზუმბაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბავშვებმა ღირსეულად ისწავლონ და აღიზარდონ, საკადრო პოლიტიკა სწორ ჩარჩოში ვერა მოექცა.

დეპუტატის თქმით, ასევე დაუშვებელია სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი შეწყდეს, ბაღის დორექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო, რაც  პატარა ლილოს დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღში მოხდა.

მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც გუშინ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განაცხადა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, ბოლო ხანებში ჩატარებული შემოწმებისას არაერთი დარღვევა გამოავლინეს, უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში. კერძოდ, სხვა დარღვევებთან ერთად, საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტები დაფიქსირდა.

კომენტარი