ფიროსმანის ქუჩა  შესაძლოა სამუზეუმო სივრცედ გარდაიქმნას

ფიროსმანის ქუჩა  შესაძლოა სამუზეუმო სივრცედ გარდაიქმნას

2532
გაზიარება

თბილისის ჩუღურეთის რაიონში არსებული ფიროსმანის ქუჩა, შესაძლოა შარდენის ქუჩის მსგავსად, სამუზეუმო სივრცედ გადაკეთდეს, რათა ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. ქუჩის რეაბილიტაციისთვის ინვესტორის მოძიება მიმდინარეობს.

როგორც იდეის ავტორმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის cms-image-000036741საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ განაცხადა, ფიროსმანის ქუჩაზე ამჟამად უმძიმესი მდგომარეობაა. ისტორიული შენობა-ნაგებობები ნახევრად დანგრეულია და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

„გვინდა, ეს ქუჩა გახდეს შარდენის მსგავსი, თანამედროვე ტიპის ქუჩა,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.

აქვეა ქართD1AD6FAD-E440-4E5D-BE7F-FE8A2B2B5FB2_mw1024_s_nველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის მუზეუმი, რომელიც ყველაზე პატარა მუზეუმია მსოფლიოში. მისი ფართობი 6 კვადრატული მეტრია.

დებუტატის ინფორმაციით,  ჩუღურეთის რაიონში ბევრი სახლი საჭიროებს აღდგენა-განახლებას. გასული წლის ბიუჯეტიდან 169 სახლის რეაბილიტაცია  დაფინანსდა, ანალოგიური სამუშაოები მიმდინარე წლის ბიუჯეტითაც არის გათვალისწინებული.

კომენტარი