თბილისის მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში მსოფლიო პოეზიის დღე აღინიშა

თბილისის მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში მსოფლიო პოეზიის დღე აღინიშა

498
გაზიარება

დედაქალაქის მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში პოეზიის დღე აღინიშნა. ღონისძიება მირზა გელოვანის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც მსოფლიო ხალხთა ენებზე გამოცემული პოეტურ ნაკრებთა გამოფენა მოეწყო.

საღამო მუსიკალურად კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის, მეშვიდე მუნიციპალური ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა გააფორმეს. ქართველმა პოეტებმა და მსახიობებმა კი საკუთარი და მსოფლიო პოეზიის ნაწარმოებები წაიკითხეს.

როგორც ღონისძიების ინიციატორმა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, მირზა გელოვანის სახელობის მუნიპიპალური  ბიბლიოთეკა, 81 ათაზე მეტი წიგნისგან შემდგარ ფონდს აერთიანებს, სადაც გამოცემები მსოფლიოს ყველა ენაზეა წარმოდგენილი.

ღონისძიებას ასევე  დაესწრნენ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზაქარია კოლელიშვილი და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი  ია მაქაცარია.
21 მარტი მსოფლიო პოეზიის დღედ UNESCO-მ 1999 წელს გამართულ 30-ე გენერალურ კონფერენციაზე გამოაცხადეს და პირველად პარიზში აღინიშნა.

კომენტარი