კოკა გოგსაძის პერსონალური გამოფენა ,, ჩემი ცხოვრება“ დღეს გაიხსნება

კოკა გოგსაძის პერსონალური გამოფენა ,, ჩემი ცხოვრება“ დღეს გაიხსნება

637
გაზიარება

2016 წლის 22 მარტს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ კოკა გოგსაძის პირველი პერსონალური გამოფენის გახსნაზე – ,,ჩემი ცხოვრება”.
კოკა გოგსაძე 70-იანი წლების მხატვართა თაობის წარმომადგენელია. ის დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა და ცხოვრობდა რუსეთში, მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც თანამედროვე იმპრესიონისტული ხედვითაა შესრულებული. მისი შემოქმედება ოსტატობისა და ესთეტიური ნააზრევის ერთიან მხატვრულ სახეს ქმნის. თითოეულ ნამუშევარში ვხედავთ ორიგინალურ კომპოზიციას, რაც კიდევ უფრო აახლოებს მხატვარს თანამედროვე მხატვრობის ტენდენციებთან.
გამოფენა 2016 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარი