თბილისის ერთ-ერთ გამზირს მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელი მიენიჭება

თბილისის ერთ-ერთ გამზირს მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელი მიენიჭება

661
გაზიარება

საქართველოსა პოლონეთს შორის მრავალწლიანი ურთიერთობის საპატივსაცემოდ, თბილისის ერთ-ერთ გამზირს, პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელი მიენიჭება. ამასთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოში პოლონეთის დელეგაცია სტუმრობდა. გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატემბა, დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პოლონეთის დელეგციას, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართული, მარშალ იოზეფ პილსუდსკის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინეს, რომლის ორგანიზატორებიც არიან თბილისის საკრებულო და საქართველოში პოლონეთის საელჩო.
როგორც „სითი კვირას“ საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრის გახსნისას, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, პოლონელი და ქართველი ხალხის მეგობრობის მრავალწლიან ისტორიაზე ისაუბრა და პოლონეთის რესპუბლიკასთან მრავალმხრივი, მათ შორის, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იან დიედზიჩაკი ხელმძღვანელობდა, მან საკრებულოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მეგობარი გვეყნის დელეგციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: პოლონეთის სეიმის წევრი, პოლონურ-ქართული საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე მარგორჟატა ბოჟიევსკა, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, ვარშავაის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული კვლევითი ცენტრის დირექტორი იან ვალიცკი, ვარშავას უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია.
საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან და პოლონელ სტუმრებთან ერთად საქართველოს პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის „პოლონიას“ წევრებიც დაესწრნენ.
12380598_10206270858313649_1474411616_n

კომენტარი