თბილისს თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღები ექნება (ფოტოკოლაჟი)

თბილისს თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღები ექნება (ფოტოკოლაჟი)

1770
გაზიარება

თბილისში წელს, თანამედროვე სტანდარტების ხუთ ახალ საბავშვო ბაღს ააშენებენ, ვაშლიჯვარში, ფონიჭალას დასახლებაში, სოფელ წინუბანში, ჩიტაიასა და გუთნის ქუჩებზე. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა.
როგორც „სითი კვირას“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შენობების ნაწილის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე შეძენილია და გავლილი აქვს შესაბამისი საინჟინრო ექსპერტიზა. ბაღების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართვას დამატებით 3 500-ზე მეტი ბავშვი შეძლებს.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია გამსახურდიას ქუჩის #23 ა-ში, წლების წინ გაუქმებული საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.
12894578_10206270515345075_582494509_o 12873538_10206270515065068_814619461_o 12887408_10206270515185071_1832132175_o 12894454_10206270514985066_1305760162_o

კომენტარი