ისნის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყეს

ისნის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყეს

625
გაზიარება

თბილისის ისნის რაიონში, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, აღდგენითი სამუშაოები უტარდება ბოგდან ხმელნიცკის N 147-სა და ლ.კაჩინსკის N 9 მრავალბინიანი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონებს.
როგორც „სითი კვირას“ გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ბადეები და გაკეთდება თანამედროვე ტიპის ხელოვნური საფარი.
ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი მოადგილესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

კომენტარი