საქართველოში პირველად შეიქმნება ,, სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლი“

საქართველოში პირველად შეიქმნება ,, სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლი“

692
გაზიარება

ბავშვთა ქორეოგრაფიისა და ქართული ფოლკლორის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის პალატა იწყებს ახალ პროექტს ,,აღზარდე ვარსკვლავი საქართველოსთვის“. პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩამოყალიბდება ,, სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლი“ , რომელიც კულტურის პალატის ბაზაზე შეიქმნება.

როგორც კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი აცხადებს,  ეს იქნება პირველი ბავშვთა ანსამბლი, სადაც შერწყმულია ცეკვა და სიმღერა.

ოქიტაშვილის აზრით, ცეკვაში ხშირად  იკარგება შინაარსობრივი დატვირთვა და ამ პროექტის მიზანია სწორედ მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის ერთიანად წარმოჩენა და მეტი შინაარსობრივი დატვირთვის მიცემა. „ჩვენ გვაქვს მდიდარი კულტურა და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, გამოვიყენოთ და დავიცვათ ეს ღირებულებები“-აცხადებს იგი.
დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, ,,ქართული ხალხური სიმღრისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლის“ ქორეოგრაფები იქნებიან: აჭარის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის, ბათუმისა ოპერისა და ბალეტის თეატრის, ილიკო სუხიშვილის ნაციონალური ბალეტის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრების სოლისტი გიორგი ჭანიშვილი, ილიკოს სუხიშვილის სახელობის ნაციონალური ბალეტის სოლისტი დავით ჭანიშვილი და გუნდის ხელმაძღვანელი ანსამბლ ლაშარის სოლისტი პაატა მელაძე.

ანსამბლში მიიღებიან  6 -დან 9 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე 9 -დან 14 წლამდე გამოცდილი მოცეკვავეები. მიარება 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარი