მოქანდაკისა და მხატვრის გიორგი თექთურმანიძის პერსონალური გამოფენა დღეს გაიხსნება

მოქანდაკისა და მხატვრის გიორგი თექთურმანიძის პერსონალური გამოფენა დღეს გაიხსნება

902
გაზიარება

23 მარტს, 16 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლეში ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის გიორგი თექთურმანიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება 60 ნამუშევარი, როგორც ქანდაკება ასევე სახვითი ხელოვნების ნიმუშები. მხატვარი სხვადასხვა დროს ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა თუმცა აღსანიშნავია, რომ მას აქამდე მისი პერსონალური გამოფენა არ ყოფილა.
გიორგი თექთურმანიძემ 1984 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. პედაგოგები: თენგოზ ღვინიაშვილი, ჯუნა მიქატაძე და ირაკლი ოქროპირიძე. მის მიერ შექმნილი ქანდაკება ვახტანგ გორგასალი დგას ყაზბეგში, აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი – ბოლნისში და თბილისში კიკვიძის ბაღში, მიმინო და ხოხობი (კონცეფციის ავტორი ნიკუშა შენგელაია) – აბანოთუბანში.
სხვადასხვა დროს ხელოვანი მუშაობს პატრიარქთან, ეკლესიებისთვის შექმნილი აქვს ბარელიეფები, რელიეფები, მაგ: სამების უკანა კოშკზე ლომის, ვაზის გამოსახულება და სხვა. გამოფენა 30 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარი