“ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას“ – ველომოყვარულები თბილისში მსვლელობას გამართავენ

“ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას“ – ველომოყვარულები თბილისში მსვლელობას გამართავენ

597
გაზიარება

ველომოყვარულთა გუნდი „კრიტიკული უმრავლესობა“ (Critical Mass) 25 მარტს, დედაქალაქის ქუჩებში მოაწყობს მსვლელობას დევიზით, “ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას, ჩვენ ვართ მოძრაობა”, რომლის მიზანია ავტომობილების მფლობელებს დაანახონ, რომ უსაფრთხო სივრცე ველოსიპედისტებსაც სჭირდებათ და მოსთხოვონ მათ, დამატებითი სიფრთხილე გამოიჩინონ, სანამ ველოსიპედისტი მოძრაობს.
როგორც „სითი კვირას“ Critical Mass-ის ჯგუფის წევრებმა განუცხადეს, ველომოყვარულები პარასკევს, საღამოს 20:00 საათზე, ვარდების რევოლუციის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან შეიკრიბებიან და დაიძვრებიან კოსტავას გამზირის მიმართულებით; გზას განაგრძობენ პეკინის, იქიდან კი ვაჟა ფშაველას გამზირისკენ, შედეგ კი, თამარაშვილის გამზირის გავლით ავლენ ჭავჭავაძის გამზირზე და დაეშვებიან თავისუფლების მოედანზე. მსვლელობა კვლავ რუსთაველის გამზირზე, ველოსიპედის ძეგლთან დასრულდება. Critical Mass -ის წევრების ინფორმაციით, ველომსვლელობა ყოველი თვის ბოლო პარასკევს, მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში იმართება. ჩვეულებისამებრ ამას სპონტანური შეკრებების სახე აქვს. აქციაში მონაწილეობის მსურველებმა, საკუთარი ველოსიპედები უნდა მორთონ და თან იქონიონ სანათები და ფანრები; უნდა ეცვათ მკვეთრი და ნათელი ფერის სამოსი, რაც მთავარია ეხუროთ ჩაფხუტი.

კომენტარი