„ახალი მზიურის“ სარემონტო სამუშაოები 28 მარტს დაიწყება

„ახალი მზიურის“ სარემონტო სამუშაოები 28 მარტს დაიწყება

623
გაზიარება

„ახალი მზიურის“ სარემონტო სამუშაოები 28 მარტს დაიწყება.
„ახალი მზიურის“ პროექტი თბილისის მერიას რამდენიმე დღის წინ ჩაბარდა. საპროექტო ჯგუფმა სარემონტო სამუშაოების დაწყების ნებართვა მიიღო. პროექტის მიხედვით, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში გაიხსნება სოციალური კაფე და ამფითეატრი ამუშავდება.კაფეში პროდუქცია გათვალისწინებული იქნება ბავშვებზე, მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებზე. კაფე დაიტვირთება რეგულარული ღონისძიებებით.
გაიმართება ლიტერატურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები, სხვადასხვა თემატური დღეები. ამფითეატრში კი სეზონურად გამართავენ სხვადასხვა ინტეგრირებულ ღონისძიებებს, მათ შორის, საბავშვო კლასიკური მუსიკის ფესტივალს, ღია კინო ჩვენებებს, საბავშვო ინკლუზიურ სპექტაკლებსა და შემოქმედებით საღამოებს.
როგორც “სითი კვირას“ ორგანიზაცია „მზიანის“ ხელმძღვანელმა ანა გოგუაძემ განუცხადა, საქართველოში პირველად იარსებებს სრულიად ადაპტირებული და ხელმისაწვდომი სივრცე, რომელიც მოსახერხებელი იქნება, როგორც ნებისმიერი შშმ პირისთვის, ისე ხანდაზმულებისა და ბავშვებისთვის. „მზიურში“ სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ მაისში დასრულდება.

12899973_1151629948195480_1907820520_n

12721553_1151618238196651_846044700_n

კომენტარი