ბაგებში ცხრასართულიანი სახლების ლიფტებს კაპიტალურად შეაკეთებენ

ბაგებში ცხრასართულიანი სახლების ლიფტებს კაპიტალურად შეაკეთებენ

478
გაზიარება

თბილისის შემოგარენში, კერძოდ  ბაგებში პირველ ცხრასართულიან სახლს   სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. გამოიცვალა შენობის სახურავი, ამოივსო კედლებზე არსებული ნაპრალები.

ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და მაცხოვრებლებს შეხვდა. მისი განცხადებით, კორპუსში უახლოეს დღეებში მოძველებული ლიფტების, კაპიტალური შეკეთება დაიწყება.

„ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, მართლაც იძლევა შესაძლებლობას, რეალურად გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები,”- განაცხადა გამგებელმა

კომენტარი