კობა კობალაძემ ავჭალის რაიონში ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი განახორციელა

კობა კობალაძემ ავჭალის რაიონში ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი განახორციელა

498
გაზიარება

 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად ავჭალის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატმა იმ ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი განახორციელა, რომლებსაც რეაბილიტაცია ესაჭიროებათ. კობა კობალაძის განცხადებით, შეხვედრა რაიონის მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე დაიგეგმა და მიზნად იმ პრიორიტეტების განსაზღვრას ისახავდა, რომლებიც ყველაზე აქტუალურია და შესაბამისად, სწრაფ რეაგირებას საჭიროებს. მისივე თქმით, მონიტორინგის საფუძველზე გამოკვეთილი ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

კომენტარი