კრწანისის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ

კრწანისის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ

644
გაზიარება

კრწანისის რაიონში ხანძრის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სამი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა.
ერეკლე II-ს ქ. N21-სა და კოტე აფხაზის ქ. N32-ში შეკეთდა სახურავის დამწვარი ფრაგმენტები, აბესაძის ქ. N20-ში კი – შემინული აივანი და სადარბაზოს შესასვლელი ხის ორი კარი. სამივე სახლი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწვა.
შესრულებულ სამუშაოს ადგილზე გაეცნო კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი. „ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით ამ შენობების რეაბილიტაციას, ვინაიდან სამივე სახლი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლია. მოვიძიეთ საარქივო მასალა და სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებული პროექტების მიხედვით განხორციელდა“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

12443099_1151584734866668_1012476533_n 12895418_1151584628200012_694470699_n 12899652_1151584694866672_1309226115_n 12900173_1151584768199998_893891411_n

კომენტარი