მანჯგალაძის ქუჩაზე ე.წ. სამკუთხედი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მანჯგალაძის ქუჩაზე ე.წ. სამკუთხედი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

1596
გაზიარება

მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. სამკუთხედ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
საკრებულოს ინფორმაციით, ე.წ. სამკუთხედ ბაღში აღდგენითი სამუშაოების ჩატარების თხოვნით, დეპუტატს ადგილობრივებმა ცოტა ხნის წინ მიმართეს.
მოსახლეობის ინიციატივის შესწავლის შემდეგ, დავით ჭელიძის ძალისხმევით, ნაძალადევის რაიონის 2016 წლის ბიუჯეტში ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა გაითვალისწინეს.

კომენტარი