საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილესთან დაკავშირებით ლონდონში ახალი პროექტი განხორციელდება

საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილესთან დაკავშირებით ლონდონში ახალი პროექტი განხორციელდება

701
გაზიარება

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2016 წლის 11-17 აპრილს, ქ. ლონდონში, დაგეგმილია ლიტერატურული და კულტურული პროგრამის “Where Europe Meets Asia: Georgia 25 – A Cultural Feast in London marking 25 Years since the Restoration of Georgia’s Independence” განხორციელება.
როგორც ,,სითი კვირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროექტის მზადება ცენტრმა პროგრამის ბრიტანელ კურატორთან, კულტურის ჟურნალისტთან, მაია ჯაგისთან ერთად 2015 წელს დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის თემასთან დაკავშირებული დისკუსიების ციკლი და ქართული კინემატოგრაფიის რამდენიმე ნიმუშის ჩვენება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიებს 11-14 აპრილს უმასპინძლებს ორი წამყვანი სახელოვნებო და კულტურული ცენტრი – Asia House და Europe House, ხოლო 16-17 აპრილს დაგეგმილი კინოჩვენებები გაიმართება Regent Street Cinema-ში.
ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიებში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორები, აგრეთვე ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიების განრიგი:
• 11 აპრილი – პროექტის ოფიციალური გახსნა Asia House-ში. მონაწილეები: ქართული წარმოშობის ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) და ბრიტანელი მწერალი და კრიტიკოსი, გაზეთ The Independent-ის ჟურნალისტი ბოიდ ტონკინი;
• 12 და 14 აპრილს – 2-2 დისკუსია/სესია Asia House-ში. მონაწილეობით: აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე, თამთა მელაშვილი, დათო ტურაშვილი. აგრეთვე, პროექტის არტ დირექტორი, მაია ჯაგი და ბრიტანელი მთარგმნელი პატრიკ დონალდ რაიფილდი;
• 13 აპრილი – Europe House-ში გაიმართება დისკუსია ზურა ქარუმიძის და აკა მორჩილაძის მონაწილეობით.

კომენტარი