ფოთისა და ევდოშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთისა და ევდოშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

606
გაზიარება

დიდუბის რაიონში ფოთისა და ევდოშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო ძნელაძემ რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, დეპუტატის განცხადებით, სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს. მისივე თქმით, თევდორე მღვდლის ქუჩის აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მაჟორიტარმა დეპუტატმა დღესვე წერეთლის N128 ნომერში, ასევე მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩებზე მდებარე სკვერების კეთილმოწყობითი სამუშაოებიც დაათვალიერა.

კომენტარი