ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს

ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს

1001
გაზიარება

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ლამისა და მეუნარგიას ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. 1000 კვ. მეტრის ფართზე მოხსნეს ამორტიზირებული ქვის საფარი,რის შემდგაც ქვაფენილი ბაზალტის ძელაკებით  მოეწყო.

რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დასრულებულ პროექტს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
მისი თქმით, ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები გეგმა -გრაფიკით მიმდინარეობს  და ეცდებიან ყველა ქუჩა და ჩიხი მოიცვან, მათ შორის ისეთი ადგილები, სადაც ათწლეულების განმავლობაში  საგზაო სამუშაოები არ ჩატარებულა.

ამჟამად ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ვერხანისა და მიჩურინის ქუჩებზე მიმდინარეობს. ეწყობა გამაგრების ზოლის ყალიბები, რის შემდეგაც ქვაფენილი 1000 კვ. მეტრზე დაიგება. მიმდინარე სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება.

12806229_1679904192280440_6857032974206307927_n

კომენტარი