ჯაბა სამუშია: თემქის ყველა პრობლემური გზის მონაკვეთი აღდგება

ჯაბა სამუშია: თემქის ყველა პრობლემური გზის მონაკვეთი აღდგება

599
გაზიარება

 თემქაზე, მე-11 მიკრო რაიონის, მე-2 კვარტალის, 24-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდა კვარტალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზებზე არსებული ორმოულების შეკეთების პროცესი მიმდინარეობს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ჯაბა სამუშიას განცხადებით, თემქის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემური გზის მონაკვეთი უახლოეს პერიოდში აღდგება. მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საგზაო სამუშაოები უკვე დაიწყო, რომლის დასრულება ერთ თვეშია დაგეგმილი.

კომენტარი