„ილუზიები“ – მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა გაიხსნა

„ილუზიები“ – მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა გაიხსნა

505
გაზიარება

24 მარტს, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა „ილუზიები“გაიხსნა. გამოფენა რამდენიმე თემას აერთიანებს: „ტანგოს ლანდები“, „მანეკენი და სიცოცხლე“, „გრაფიკული ფოტოები“, „ფერწერული ფოტოები“, „აკვარელი“, „შუქ-ჩრდილები“ და სხვა.
როგორც ,,სითი კვირას“ ისტორიის მუზეუმიდან აცნობეს, დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს მანანა მენაბდის მიერ, 90-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები. ფოტოგამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 10 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ART&SOCIETY. ფოტოგამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი. მანანა მენაბდე ფოტოგრაფიასა და მხატვრობაში 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მენაბდის პერსონალური გამოფენები ხშირად ეწყობოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინასა და რუსეთში.

კომენტარი