სერგეი მაკოვეცკის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

სერგეი მაკოვეცკის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

570
გაზიარება

დღეს 25 მარტს, 20:00 საათზე მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა, თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანის, სერგეი მაკოვეცკის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს.
მსახიობი ქართველი მაყურებლის წინაშე მონო სპექტაკლით „შემთხვევით არ მოვსულვარ თქვენთან… სათქმელი რამ მაქვს…” წარსდგება.
სერგეი მაკოვეცკი 50-ზე მეტი ჯილდოს მფლობელია. არტისტი თბილისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ორგანიზებით ეწვია.

კომენტარი