7 აპრილს თემურ თათარაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

7 აპრილს თემურ თათარაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

521
გაზიარება

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ცნობილი ქართველი მომღერლის, რომანსების უბადლო შემსრულებლის, თემურ თათარაშვილის 50 წლისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ საიუბილეო საღამოს გამართავს 7 აპრილს,  საქართველოს კულტურის პალატა. ღონისძიების მხარდამჭერია  თბილისის მერია, საკრებულო და მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი.

როგორც „სითი კვირას“ კულტურის პალატაში განუცხადეს, შემოქმედებითი საღამოს სამზადისი უკვე დაწყებულია. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ გამართულ საღამოზე, გაჟღერდება მონატრებული სიმღერები. საყვარელი მსმენელის წინაშე  თემურ თათარაშვილი 12899666_1152487948109680_689335071_nმეგობრებთან ერთად წარსდგება. მომღერალი კიდევ ერთხელ გაიხსენებს მისი შემოქმედების განვლილ გზას.

საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იმართება.

კომენტარი