დავით კვანტალიანის „დაღლილი თბილისი“ – Street Art- ი ხელოვნური სუნთქვისთვის  

დავით კვანტალიანის „დაღლილი თბილისი“ – Street Art- ი ხელოვნური სუნთქვისთვის  

1617
გაზიარება

დავით კვანტალიანი პირველი მხატვარია, ვინც საქართველოში 3 D ფორმატში დაიწყო მუშაობა. მისი მოხატულია ბამბის რიგის მოედანზე მდებარე ხიდი. ნახატი იმდენად რეალისტურია, რომ ვერც კი წარმოიდგენ, თუ ხიდზე მოსეირნე ადამიანები უბრალოდ მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია და არც ხიდია შუშის, როგორც ეს 3 D ხანატში მოსჩანს. დავით კვანტალიანი სოხუმში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. არაერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის შემოქმედებას ქვეყნის გარეთაც იცნობენ.

როგორ იქმნება მისი გმირები, რატომ გაუჩნდა თბილისის მოხატვის სურვილი, რის მიხედვით არჩევს მოსახატ ადგილებს და როგორია მისი თვალით დანახული დედაქალაქი, ყოველივე ამის შესახებ „სითი კვირა“ ახალგაზრდა შემოქმედს ესაუბრა.

– როდის დაიწყე ხატვა და როგორ იბადებიან შენი სურათების გმირები? 

– ძალიან პარატა ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე. ვხატავდი ავტომობილებსა და მულტფილმების გმირებს. 24 წლისამ კი გადავწყვიტე მხატვრობა ჩემი ძირითადი პროფესია გამხდარიყო და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში სახვითი ფაკულტეტის დაზგური ფერწერის განხრით. 12516428_1118100088223973_1239304359_nჩემი სურათების გმირები უცაბედად და ქაოტურად იქმნებიან. საერთოდ  ვერიდები პორტრეტულ მხატვრობას,  ერთადართი ავტოპორტრეტი მაქვს შექმნილი. ჩემთვის სიუჟეტები უფრო საინტერესოა. მაგალთად სადიპლომო ნაშრომში დავხატე  უსულო ნივთები ერთ სივრცეში. ზოგჯერ ჩვარი უფრო მეტის მთქმელია, ვიდრე ადამიანი, რომელიც მაღალ იდეალებზე საკუთარ თავზე შეყვარებულის პოზიციიდან საუბრობს.

– რა არის მთავრი ხელოვნებაში, იმპულსი, თუ იდეა?

– ჩემის აზრით,  ხელოვნებაში, კონკრეტულად კი დაზგურ ხელოვნებაში ორივე მთავარია, იდეაც და იმპულსიც. ორივე ახასიათებს ადამიანს, ზოგში ჭარბობს იმპულსი. ეს არის მომენტი, რასაც მხატვარი მეორედ ვერ გადმოსცემს, ის ხატავს იმპულსურად. იდეა, რომელიც უკვე გააზრებული და დამუშავებულია, აზრის გადმოტანაა.

12895483_1118100094890639_1974097256_n

– როგორ გაჩნდა ხიდის  3 D ფორმატში მოხატვის იდეა?

– არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, დიდი ხანია მისაღებია  ხელოვნებაში თვითგამოხატვის ნებისმიერი ფორმა. ამ თვალსზრისით  3 D არის ახალი და საინტერესო, ის ახდენს ეფექტს გარკვეული წერტილიდან, ეს მისი სპეციფიკაა. თვითონ 3 D ხელოვნებასა და მარკეტინგს შორის დგას. ეს ხიდი ბამბის რიგის მოედანზეა და მისი მოხატვა ერთ-ერთმა ბარის მფლობელმა მთხოვა. სწორედ მაშინ მივაქციე ამ ხიდს ყურადღება. იქ არის ირონიული მიდგომა. ხიდი, რომელიც ბეტონის კონსტრუქციისგან არის აგებული, მინდოდა მსუბუქი და გამჭვირვალე ყოფილიყო.

-სხვა ადგილების მოხატვასაც გეგმავთ?  

– ჯერ არ ვიცი, კონკრეტული ადგილი არ შემირჩევია, თავად ადგილი უნდა გკარნახობდეს. ღია ცის ქვეშ ხატავ და შთაგონების წყარო ის ადგილია, სადაც მუშაობ.

12722137_1118100358223946_585629355_n

– მსოფლიოში თუ არსებობს მსაგავსი ანალოგი?

-კი არსებობს, ამ მხრივ ძალინ განვითარებულია ევროპა, street art -ი უფრო მოცულობითი და გაცილებით მასშტაბური გახდა. თბილისიც ევროპული ტიპის ქალაქია და მის ლანდშაპტშიც კარგად ჯდება მხატვრობის ეს სტილი.

– როგორ ფიქრობ, შემოქმედებისთვის შესაბამისი ატმოსფეროა თბილისში?

– დიახ, შემოქმედებისთვის ის ატმოსფეროა კარგი, რომელიც იწვევს დადებით, ან უარყოფით ემოციას. ამით ხელოვანს შეგიძლია თქვა სათქმელი. ემოცია თბილისში ჭარბად იგრძობა. ხელოვანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ხელოვნების ნიჭი ყველა ადამიანში დევს სხვადასხვა ფორმით. უბრალოდ ზოგი აძლევს განვითარების საშუალებას, ზოგი არა. ჩვენ ყველანი, ჩვენს სათქმელს სხვადასხვა ფორმით  ვამბობთ.  ხელოვნება არის ორი ადამინის დიალოგი. ჩემი ნახატებით გამოვხატავ ჩემს შინაგან მეს. მსურს ადამიანები ჩაუღრმავდნენ რისი გადმოცემაც მინდოდა და ჰქონდეთ რეაქცია. ნებისმიერმა ნამუშევარმა უნდა გამოიწვიოს ემოცია. დადებითიც და უარყოფითიც.

12899656_1118100104890638_1878977478_n

– როგორია შენი თვალით დანახული თბილისი და რას შეცვლიდი მასში?

– თბილისში კარგად გამოვა Street Art- ი. ეს არის დაღლილი თბილისი და ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებდი. ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი, შევმატებდი მეტ ფერს, რაც  ადამიანებს ცხოვრების ხალისს, ღიმილს აჩუქებდა და ხვალინდელი დღის სიყვარულს მოჰგვრიდა.

12721559_1118100108223971_1299746606_n 12884616_1118100101557305_2060846371_n

კომენტარი